სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედის გამო საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ერს მიუსამძიმრა. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიაცილურ ვებგვერზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომლესაც 1tv ავრცელებს.
„სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასა და მეგობარ ქართველ ერს მიუსამძიმრა. მან საქართველოში დაღუპულთა ნათესავებისა და ახლობლების მხარდასაჭერად, თანაგრძნობისა და სამძიმრის სიტყვები გაგზავნა საქართველოში“ – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.