ტყიბულის სამაშველო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მამაკაცი, რომელიც სანაპიროზე თვითმკვლელობით იმუქრებოდა, “პალიტრავიდეომ” კამერაზე დააფიქსირა (ნახეთ ვიდეო).
როგორც ირკვევა, ის 2015 წელს, სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ წარსულში ნასამართლევი იყო, რაც გახდა კიდეც მიზეზი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისა. მისი თანამშრომლები მამაკაცს დადებითად ახასიათებენ.
მამაკაცი ელექტროგადამცემ ბოძზე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო ასული და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა. მოგვიანებით, ის სამაშველო სამსახურს დათანხმდა და სამაშველო ბალიშზე გადმოხტა, რის შემდეგაც პრევენციისა და შესაბამისი გამოკვლევის მიზნით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. მამაკაცი ყვიროდა რომ უსამართლობის მსხვერპლია.
წყარო: palitravideo.ge