“აუდიტორია 115”-ის ორგანიზებით, ტყიბულში მაღაროელების დაღუპვასთან დაკავშირებით, სოლიდარობის აქცია იმართება.
აქციის მონაწიელები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთან არიან შეკრებილები. ისინი მსვლელობას გამართავენ პარლამენტამდე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გადადგეს. ისინი აცხადებენ, რომ ეს გამაფრთხილებელი ნიშანია და მინისტრის არგადადგომის შემთხვევაში დაიწყება პერმანენტული აქციები.
ფოტო: “იმედინიუსი”, ნინო არღვლიანი