შახტაში სუაფრთხოების ნორმები დაცულია, მაგრამ ზოგჯერ სამთო დარტყმები ხდება, – აცხადებს მინდელის შახტაში დაღუპული მაღაროელის პავლე გამეზარდაშვილის მამა გურამ გამეზარდაშვილი.
„ტყიბულის მოსახლეობის 90% ამ შახტშია დასაქმებული. უსაფრთხოების ნორმები დაცული არის, მაგრამ ხდება ხანდახან ასეთი მომენტები, როცა სამთო დარტყმა ხდება. მეც მიმუშავია და ვიცი. შახტაში დაზღვეული არავინ არაა“, – აღნიშნა გურამ გამეზარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მინდელის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად 6 მაღაროელი გარდაიცვალა, ხოლო 3 დაშავდა.