ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვეყანა ტყიბულის შახტში გარდაცვლილებს გლოვობს: ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

ტყიბულში გარდაცვლილი მუშები, გარდაცვალებიდან თითქმის 24 საათის შემდეგ, გვიან ღამით საკუთარ სახლებში მიასვენეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს 6 აპრილს, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 5 აპრლს, დაახლოებით 03:45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რის შედეგად6 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა.

იტვირთბა....