ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან 6000-მდე ამპულა ნარკოტიკი დაიკარგა

ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარში, რომელიც მართვაში კომპანია ”მედ-ემერჯენსს” აქვს აღებული, რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
მაუწყებელი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ, საავადმყოფოს ორი თანამშრომელი სამსახურში არ გამოჩენილა, ხოლო საწყობში 6000 მდე ამპულაა გამქრალი.
მომხდარს კლინიკაშიც ადასტურებენ. ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი და კლინიკური მენეჯერი, “აჭარის მაუწყებელთან” საუბარში აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების დაკარგვის ფაქტს უკვე იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან ნარკოტიკების დაკარგვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. გამოძიება 269 – ე მუხლით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....