ხონის რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან 37 წლის კაცს სამედიცინო დახმარების ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
თვითმხილველების განცხადებით, სამედიცინო დახმარების ავტომანქანას გზაზე ცხენი გადმოუხტა, მძღოლმა საავარიო სიტუაციის თავიდან აცილება ვერ მოახერხა და კაცს დაეჯახა.
ავტომანქანა სამტრედიის რაიონის საავადმყოფოს კატასტროფის ცენტრს ეკუთვნის.
შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.