aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სოლიდარობა ტყიბულს!”: მეშახტეების მხარდამჭერი აქცია თბილისში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტყიბულელი მეშახტეების მხარდასაჭერად თბილისში დღეს აქცია-მსვლელობა გაიმართება. შეკრების ორგანიზატორი “აუდიტორია 115”-ია. აქციის ორგანიზატორების თქმით, მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, რომელიც წლებია მხოლოდ ინვესტორების ინტერესებს იცავს.

„ეს იყო კიდევ ერთ ფაქტი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა ტყიბულის შახტში არსებული მძიმე მდგომარეობა, შრომითი უსაფრთხოების კუთხით. ნორმები არ არის დაცული და არის ურთულესი ვითარება, სადაც მეშახტეებს უწევთ ყოველდღიურად მუშაობა,“-განაცხადა ’’აუდიტორია 115-ის’’ წევრმა გიორგი სოფრომაძემ.
“აუდიტორია 115”-ის წევრები გუშინ ტყიბულში დაღუპულების ოჯახებისთვის მისასამძიმრებლად ჩავიდნენ და აქციაც იქ დააანონსეს. აქცია 17:00 საათზე დაიწყება.

იტვირთბა....