ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხანძარი თბილისში: დაღუპულია მამაკაცი

თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძრის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია სამი ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ხანძარი აღნიშნულ მისამართზე დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულსა და სახურავს გაუჩნდა. “მეტრონომს” საგანგებო სიტუაცების სამსახურში განუცხადეს, რომ  ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

იტვირთბა....