ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი “საქნახშირის” ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს

ტყიბულში მოხმდარ ტრაგედიას საგანგებო განცხადებით ეხმაურება საქართველოს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი. შალვა ნათელაშვილი  მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას  საქნახშირის მფლობელს აკისრებს და მის დასჯას ითხოვს. მისი თქმით,  ტყიბულში უხეშადაა დარღვეული შრომის უსაფრთხოების ნორმები, რაზეც ხელსიუფლება, ქვეყნის არაფორმალური მმართველის მითითებით თვალს ხუჭავს.

„დაღუპულია ექვსი მეშახტე. დაღუპულია ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის გულქვაობის შედეგად, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს ჩირის ფასიც არ აქვს და რომელმაც მოსპო შრომის უსაფრთხოების სისტემა მთელს ქვეყანაში. დაუყოვნებლივ იქნას აყვანილი პატიმრობაში, ტყიბულის შახტების მეპატრონე, მილიარდერი მაფიოზი, დავით ბეჟუაშვილი. ადამიანების სიკვდილი გახდა უკვე ჩვეულებრივი მოვლენა,“-განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახდენებთ, რომ უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში გამთენიის 04:00 საათზე მოხდა. ტრაგედიას 6 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

იტვირთბა....