ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქარიშხალივით ტალღამ დამარტყა და გადმომაგდო”: ტყიბულის შახტში დაშავებულის პირველი კომენტარი

ტყიბულის შახტში მომხდარი უბედურის შემთხვევიასას დაშავებული ერთ-ერთი მეშახტე, მომხდარის შესახებ საუბრობს.

ირაკლი კირკიტაძე ამბობს, რომ იმდენად ძლიერი ჰაერის ნაკადი წარმოიქმნა, რომ ის ადგილიდან გადააგდო.

კირკიტაძის თქმით, ის ყველაზე უსაფრთხო ადგილზე იდგა, თუმცა დაზიანებები მაინც მიიღო. ვარაუდობს, რომ სამთო დარტყმა მოხდა.

„გონება არ დამიკარგავს…ისეთი რაღაც იყო ენით აუღწერელი. ქარიშხალივით ტალღამ დამარტყა და სადაც ვიდექი იქიდან გადმომაგდო. მე ძირითადად ნახშირს ვყრიდი ვაგონებში. მე ვიყავი ყველაზე უსაფრთხო ადგილზე მაგრამ, ისეთი ტალღა იყო იქიდანაც გადმომაგდო.
მე ამას აფეთქებას ვერ დავარქმევ, უფრო სამთო დარტყმას დავარქმევდი და ძალიან ძლიერი იყო. სამთო დარტყმას უსაფრთხოების წესების რაც არ უნდა იყოს ვერავინ დაიცავს თვითონ წნევებია სამთო,“- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ირაკლი კირკიტაძე.

შეგახდენებთ, რომ უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში გამთენიის 04:00 საათზე მოხდა. ტრაგედიას 6 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

წყარო:” რუსთავი 2″

იტვირთბა....