aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“17 მეტრზე მაინც გადააგდო ჰაერის ტალღამ“: ქუმსიშვილმა დაშავებული მეშახტეები მოინახულა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის რეფერალურ სააავადმყოფოში მყოფი დაშავებული მეშახტეების მდგომარეობას პირადად გაეცნო. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულები მოინახულა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მეშახტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ის კონტაქტურია, ჩვენ მასთან ვისაუბრეთ დეტალებზე. მას კარგად ახსოვს მომხდარი უბედური შემთხვევა – როგორ დაარტყა ჰაერის ტალღამ და როგორ მიანარცხა, გადააგდო. როგორც მან გვითხრა, სადღაც 17 მეტრზე მაინც გადააგდო ჰაერის ტალღამ“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მისი მდგომარეობა ოდნავ მძიმეა, თუმცა, ის კონტაქტურია. „ჩვენ დავარწმუნეთ ოჯახის წევრები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს და ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და სურვილის შემთხვევაში, თავიანთ საქმეს“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ტრაგედია ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დილის 4 საათისთვის დატრიალდა, დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სათის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამთო მაშველებთან ერთად. თბილისიდან დამატებით გაიგზავნა 14-კაციანი ჯგუფი. მაშველებმა ექვსივე დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, რის შემდეგაც ისინი ქუთაისში, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
რაც შეეხება დაშავებულებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში განაგრძობენ მკურნალობას. ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
შემთხვევიდან რამდენიმე საათში ტყიბულში ჩავიდა ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც “საქნახშირის” წარმომადგენლებს შეხვდა. თავად კომპანიამ კი ტრაგედიიდან მალევე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შახტაში სავარაუდოდ სამთო დარტყმა მოხდა, ჩამოიშალა ქანები, რამაც ტრაგედია გამოიწვია.

იტვირთბა....