ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გედი ფაქტობრივად უმრავლესობაში დარჩება”: კახიანი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ გედევან ფოფხაძე გუნდში დარჩეს. გიორგი კახიანისთვის ფოფხაძის გარეშე უმრავლესობის საქმიანობა წარმოუდგენელია:

“ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად მოვდივართ. რაღაც ცვლილება შეიძლება მხოლოდ სამართლებრივად მოხდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გედი ფაქტობრივად უმრავლესობაში დარჩება. რაც შეეხება უმრავლესობაში არსებულ მდგომარეობას, მე მეჩვენება, რომ ტრაგიკული მდგომარეობის დახატვა გადაჭარბებულად ხდება. სინამდვილეში ეს ასე არ არის. უმრავლესობის შიგნით ბევრად უფრო სტაბილური მდგომარეობაა, ვიდრე ამ ბოლო დღეებში გამოჩნდა. უმრავლესობა 116 წევრისგან შედგება და ბუნებრივია, რომ შეიძლება კონკრეტულ პირებს შორის რაღაც უთანხმოება არსებობდეს, მაგრამ არანაირი წინაპირობა იმისა, რომ უმრავლესობის ერთიანობას რაიმე საფრთხე ემუქრება, არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძემ გუშინ “ქართული ოცნება” დატოვა. მან ამის მიკზეზად ნინი კაკაბაძის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევა დაასახელა.

იტვირთბა....