ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდელის შახტაში დაშავებულ მეშახტეებს გამოკვლევები ჩაუტარდათ.
კერძოდ, საუბარია ორ მეშახტეზე, რომლებიც მკურნალობას იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში განაგრძობენ. ისინი კონტაქტურები არიან.
„ამ დროისთვს იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობას ორი პაციენტი განაგრძობს. ორივე მათგანი კონტაქტურია. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები. ერთს ინტრაკრანიალური ტრავმა აღენიშნება. ხოლო მეორე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს“, – აცხადებენ სამინისტროში.
დაშავებულები პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც მოინახულა.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათ დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მინდელის შახტაში გამთენიისას უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც 6 მეშახტის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 3 მათგანი დაშავდა.