ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მინდელის შახტაში დაშავებული მუშებიდან 2 მდგომარეობა მძიმეა

მინდელის შახტაში დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო მესამეს ზედა კიდურის დაზიანება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ტყიბულში მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მეშახტიდან, ორი გადაყვანილია ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე პაციენტი კონტაქტურია, აღენიშნებათ ინტრაკრანიალური ტრავმა, უტარდებათ კვლევები. მესამე დაშავებული ზედა კიდურის დაზიანებით მკურნალობას ტყიბულის კლინიკაში აგრძელებს. ადგილზე ვითარების შესასწავლად უკვე გასულია შრომის ინსპექტორთა ჯგუფი“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა, 04:00 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

იტვირთბა....