ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააღდგომო პრემია კახეთის თვითმმართველობებში არ გაიცემა

მიიღებენ თუ არა თვითმმართველობებში დასაქმებულები სახელფასო დანამატებს სააღდგომოდ ეს საკითხი  კვლავ აქტუალურია. Speqtri.ge -ს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის არცერთი თვითმმართველობის ბიუჯეტში პრემიები გათვალისწინებული არაა.

საგარეჯოს, ლგოდეხისა და დედოფლისწყაროს 2018 წლის ბიუჯეტში სახელფასო დანამატისთვის თანხა არა სააღდგომოდ, არამედ საერთოდ არ არის განსაზღვრული.

გურჯაანში სახელფასო დანამატი წლის განმავლობაში ყველა თანამშრომლისთვის არ იქნება გათვალისწინებული და თანხა შეიძლება აიღოს მხოლოდ იმ პირმა, რომელიც დამატებით ფუნქციას შეასრულებს. ამ მიმართულებით 30 000 ლარია გათვალისწინებული, ყვარელში კი -50 000 ლარი.

იტვირთბა....