ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიგა ბუკია: “მე ქალოთი ვერავის მივმართავ, მანდილოსნები უფრო მეტს იმსახურებენ”

პარლამენტში ეთიკის კოდექსის განხილვისას უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ განაცხადა, რომ ქალოთი ვერავის მიმართავს, რადგან მანდილოსნები მეტს იმსახურებენ, ვიდრე ქალოთი მიმართვენ.

“ჩემთვის გაუგებარია სექსისტური დისკრიმინაციული გამოსვლები. ლექსიკონი უნდა შედგეს და პარლამენტის წევრებს დაურიგდეს თუ რა არის დისკრიმინაციული გამოთქმები? დისკრიმინაციული გამოთქმების ლექსიკონი ვერსად მოვიპოვე. შემოგვთავაზეთ კანონპროექტის ავტორებმა თუ რას ნიშნავს დისკრიმინაციული გამოსვლა.

მე როდესაც ხათუნა გოგორიშვილს ქალბატონოთი მივმართე, მან მითხრა, რომ ეს დისკრიმინაცია იყო და მისთვის უნდა მიმემართა ქალოთი. ქალოთი მე ვერავის მივმართავ, რადგან მიმაჩნია, რომ მანდილოსნები უფრო მეტსა და სხვანაირ მიმიართვას იმსახურებენ”, – განაცხადა ბუკიამ.

იტვირთბა....