უმრავლესობის უკვე ყოფილ წევრს, გედევან ფოფხაძეს, საკუთარ ფრაქციაში საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია ეპატიჟება. მას იმედი აქვს რომ დეპუტატი ამ საკითხს სერიოზულად განიხილავს.
“მივესალმები ბატონ გედევანის გადაწყვეტილებას. ის გამორჩეული ადამიანია უმრავლესობაში, მე ეს ყოველთვის ვიცოდი. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღეს და ვიმედოვნებ, რომ ბატონი გედევანი ჩვენს ფრაქციაში შემოსვლის საკითხს სერიოზულად განიხილავს. მგონი ბევრ საკითხზე ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ“, – აცხადებს მარშანია.
დეპუტატმა გედევან ფოფოხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის მიზეზი კი უმრავლესობის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ნინია კაკაბაძისთვის მხარდაჭერა გახდა.