ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მავნებელია თუ არა ვირისა და ცხენის ხორცი

მოგეხსენებათ, საქართველოში ჯანმრთელ ვირსა და ცხენს არავინ დაკლავს. აქედან გამომდინარე, ეს ხორცი საეჭვო სურსათად არის მიჩნეული, – განუცხადეს “მეტრონომს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

“ვირისა და ცხენის ხორცი მავნებელი არ არის. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქონელი სასაკლაოს გვერდით ავლით დაკლეს. შესაბამისად, ხორცის სიჯანსაღე ეჭვს იწვევს. მოგეხსენებათ, საქართველოში ჯანმრთელ ვირსა და ცხენს არავინ დაკლავს. აქედან გამომდინარე, ეს ხორცი საეჭვო სურსათად არის მიჩნეული”, – განაცხადეს სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფაბრიკატების შემოწმების შედეგად ხორც-პროდუქტებში ცხენის და ვირის ხორცი აღმოაჩინეს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხინკლის, გუფთას, ბლინის, ქაბაბის და ბასტურმას 20-მდე ნიმუში შეამოწმა, შვიდში ცხენის ხორცი აღმოჩნდა, ორში კი – ვირის ხორცი.

პროდუქცია ბაზრიდან ამოღებულია, მწარმოებლები კი 1000 ლარით დააჯარიმეს.

საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა ერთ-ერთ ინდმეწარმეს, სადაც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოვლინდა და აღმოჩნდა დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი.

იტვირთბა....