თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვირის ბოლომდე ფულად წახალისებას 9 300 თანამშრომელი მიიღებს. ამ მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 1,180 მლნ ლარია გათვალისწინებული. ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ავრცელებს.
„საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელს 125 ლარი დაერიცხებათ, თუმცა ხელზე 100 ლარს აიღებენ. ამასთან, სააღდგომოდ 125 ლარის ოდენობით ფულად წახალისებას ვერ აიღებენ ის პირები, რომლებიც არაანაზღაურებად შვებულებაში იმყოფებიან“, – აცხადებენ სააგენტოში.