ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქალთა მოძრაობა: “დევდარიანს უდანაშაულობის დამტკიცება გაუჭირდება, რადგან ქალებს საპირისპირო მტკიცებულებები აქვთ”

ქალთა მოძრაობა ზვიად დევდარიანის განცხადებას  ეხმაურება, რომელმაც ორი კვირია წინ CiDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა.

იდა ბახტურიძის შეფასებით, დევდარიანს საკუთარი სიმართლის დამტკიცება გაუჭირდება, რადგან ქალებს საპირისპირო მტკიცებულებები აქვთ.

“მას აქვს უფლება სამართლებრივად იბრძოლოს. ჩვენ ეს საქმეები სამართლებრივ ჭრილში გადავიტანეთ მაშინვე როცა მსხვერპლები შეხვდნენ სახალხო დამცველს. ომბუდსმენმა იმავე დღეს გააკეთა განცხადება, რომ არსებობს ეჭვები სექსუალური შევიწროვების შესახებ. ამ დროისთვის რამდენიმე საქმეა და კიდევ რამდენიმე დაემატება.ჩვენ გვყავდა რეალური მსხვერპლები,ჩვენ უფლებადამცველები ვიყავით ქალებს სამართლებრივ გზაზე გავყოლოდით. მასახ აქვს შესაძლებლობა და უფლება ამტკიცოს რომ ეს არ იყო სიმართლე”, – აცხადებს იდა ბახტურიძე.

ორგანიზაცია CIDA-ს ყოფილი დირექტორი, სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. მან ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ადვოკატი შსს-სგან ზვიად დევდარიანის სასწრაფოდ გამოკითხვას ითხოვს.

იტვირთბა....