ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბახალა”: “მრცხვენია იმ პარლამენტარების, ვინც საზოგადოებრივი აზრის დისკრედიტაციას ეწევიან”

გიორგი გიორგანაშვილმა “ბახალამ” თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის არავითარ კომპრომისზე არ წავა და ბოლომდე იბრძლებს.

“არანაირ კომპრომისზე არ ვაპირებ წასვლას და მრცხვენია იმ პარლამენტარების, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის და მოძრაობის დისკრედიტაციას, რომელიც უსამართლო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არსებობს. აუცილებად ვეცდები დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა“, – განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.

გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.

30 მარტს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, ირაკლი ქორიძე, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

დავით მათიკაშვილმა ქორიძის შესახებ “ქრონიკაში” ისაუბრა და თქვა, რომ ქორიძე 2011 წელსაც იყო დაკავებული, თუმცა 2014 წელს ის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

“ეს არის პიროვნება, რომელიც 2011 წელს იყო გასამართლებული 300 აბი სუბოტექსის შენახვა-შემოტანაზე. მას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2013 წელს მას შეეხო ამნისტიის აქტი. ამ დროს მას სასჯელის ვადის 1/4 მოაკლდა. 2014 წელს ის არა ამნისტიის, არამედ უკვე შეწყალების აქტით, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გაათავისუფლა” -თქვა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა ნეპოტიზმს, რადგან სოცქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქორიძის ყოფილი მეუღლე ნატალია ჩიჩუა, პრეზიდენტის მაკა ჩიჩუას ნათესავია და ეს იყო  ქორიძის შეწყალების მიზეზი.

იტვირთბა....