სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კონსტიტუციაში ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის განსაზღვრებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მნიშნელოვანია, სახელმწიფომ ჰომოსექსუალთა სამოქალაქო ქორწინება აღიაროს.
„ჩანაწერი, რომელიც ქორწინებას, როგორც ქალის და მამაკაცის გავშირს განსაზღვრავს, წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმება არის იგივე ქორწინება, რომელსაც პროპაგანდისტული მოტივებით, ხალხის უარყოფითი რეაქციის თავიდან ასაცილებლად, უბრალოდ სხვა სახელი ჰქვია. სამოქალაქო პარტნიორობა არის წყვილის ურთიერთობის იურიდიული გაფორმება, რაც წყვილს და მის ურთიერთობას სამართლებრივად დაცულ და განსაზღვრულ ერთობად აქცევს, თავისი გარკვეული ვალდებულებებით, უფლებებით და შინაარსით. ანუ სამოქალაქო პარტნიორობის არსებითი შინაარსი ზუსტად იგივეა, რაც ოჯახის სამართლებრივი შინაარსი.
იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ჰომოსექსუალთა სამოქალაქო პარტნიორობა დაკანონებულია, ერთად-ერთი რეალური განსხვავება პარტნიორობასა და ოჯახს შორის არის ის, რომ პარტნიორობის შემთხვევაში ჰომოსექსუალ წყვილებს შვილის აყვანის უფლება არ ეძლევათ. ყველა სხვა უფლებით ჰომოსექსუალთა პარტნიორობა ოჯახისგან არსებითად არაფრით განსხვავდება და რეალურად ეს არის იგივე ოჯახი, რომელსაც უბრალოდ სხვა სახელი მოუფიქრეს, რათა ამ ნორმის დამკვიდრების მიმართ მოსახლეობისგან რაც შეიძლება მცირე წინააღმდეგობა იყოს.
ცხადია, გარკვეული დროის შემდეგ, როცა ამ განსხვავებული სახელწოდებით ჰომოსექსუალთა ოჯახების არსებობას საზოგადოება შეეგუება, ამ ურთიერთობის ფორმას ოჯახს დაარქმევენ და შვილის აყვანის უფლებას დაამატებენ. პროცესი სწორედ ამგვარი სახით ვითარდებოდა დასავლეთში და ასე განვითარდება აქაც“- ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.