ნახევარფაბრიკატების შემოწმების შედეგად ხორც-პროდუქტებში ცხენის და ვირის ხორცი აღმოაჩინეს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხინკლის, გუფთას, ბლინის, ქაბაბის და ბასტურმას 20-მდე ნიმუში შეამოწმა, შვიდში ცხენის ხორცი აღმოჩნდა, ორში კი – ვირის ხორცი.
პროდუქცია ბაზრიდან ამოღებულია, მწარმოებლები კი 1000 ლარით დააჯარიმეს.
საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა ერთ-ერთ ინდმეწარმეს, სადაც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოვლინდა და აღმოჩნდა დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი.