დღეს უეფას “ჩემპიონთა ლიგის” მეოთხედფინალის პირველი მატჩები გაიმართება. მთავარი ყურადღება იტალიისკენაა მიმართული – “იუვენტუსი” მადრიდის “რეალს” შეხვდება.
მოგეხსენებათ, შარშანდელ ფინალში სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს და იქ “რეალმა” 4:1 გაიმარჯვა. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ “რეალი” “ჩემპიონთა ლიგის” ფლეი-ოფში “იუვენტუსთან” ყოველთვის მარცხდება და მისი ბარიერი ვერცერთხელ გადალახა.
დღეს ტურინელებს პიანიჩი და ბენატია დააკლდებათ, ხოლო მადრიდელებს დანაკარგი არ აქვთ.
“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; დე შილიო, ბარძალი, კიელინი, ასამოა; ხედირა, ბენტანკური, მატუიდი; დიბალა, იგუაინი, დუგლას კოშტა
“რეალი” (4-4-2): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ისკო; რონალდუ, ბენზემა
მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)
აქამდე ეს გუნდები 19-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა მატჩი ჩემპიონთა ლიგის (თასის) ეგიდით ჩატარდა. 9 მატჩი “რეალმა” მოიგო, 8 “იუვენტუსმა”, ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოს “რეალი” ფლეი-ოფის ეტაპზე სწორედ “იუვენტუსმა” დაამარცხა და ეს 2015 წელს მოხდა.