რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, რესტორან ,,შარკთან“ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორისფიზიკურ დაპირისპირებაში უძღოდა. ჭრილობები გულმკერდისა და ხელის არეში აქვს მიყენებული.
ექიმების განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მოხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. მათი ინფორმაციით, დადგენილია დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი და მის დასაკავებლად სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.