აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, “საქართველოს რკინიგზა” დამატებითი რეისების დანიშვნას გეგმავს.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, სააღდგომოდ 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს, ორსართულიანი ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი განრიგით იმოძრავებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 10:30 საათზე გავა და ბათუმში 15:30 საათზე ჩავა, ბათუმიდან კი 17:10 საათზე გამოვა და თბილისში 22:03 საათზე ჩამოვა.
დამატებითი რეისი ინიშნება თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებაზე. კერძოდ, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 8:50 საათზე გავა, სენაკში 13:08 საათზე ჩავა, სენაკიდან კი 19:45 საათზე გამოვა და თბილისში 23:59 საათზე ჩამოვა.