ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბურჯანაძე: “2008 წლის ომის დროს ვინ სად გარბოდა მე მკითხეთ, სააკაშვილი ყველამ მიატოვა”

“დემოკრატიული მოძრაობა – საქართველოს” თავმჯდომარე ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში აცხადებს, რომ 2008 წელს სააკაშვილი ყველამ მიატოვა და საომარი მოქმედებების დროს მარტო იჯდა კაბინეტში.

“დღეს რომ გულზე მჯიღს იცემენ, ვინ სად გარბოდა 2008 წელს მე მკითხონ და ჩემ მეუღლეს, რომელიც იმ დროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო.

როდესაც ომი დაიწყო და ვითარება უკიდურესად გამწვავდა არცერთი არ იყო მასთან და სააკაშვილი მარტო იჯდა კაბინეტში, იმ ადამიანებმა მიატოვეს იმ მომენტში, ვინც აქეზებდა ომი დაიწყეო.

მე ძალიან კარგად ვიცი სად იყო ეს ხალხი და მაქვს ამის მორალური უფლება ამაზე ლაპარაკის”, – წერს ბურჯანაძე.

იტვირთბა....