ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შაქარაშვილი: “ჭყინტს და პირტიტველას მიწოდებენ, ჩემს ასაკს დისკრიმინაციულად იყენებენ”

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვატო შაქარაშვილი ტელეკომპანია იბერიის გადაცემა “ფაბრიკაში” განაცხადა, რომ ოპონენტები მის ასაკს დისკრიმინაციულად იყენებენ და მას ჭყინტსა და პირტიტველს უწოდებენ.

“ოპონენტები ჩემს ასაკს დისკრიმინაციულად მოიხსენიებენ. როდესაც ადამიანს არგუმენტებს ვერ უპირისპირებ, მას ახსენებ, რომ 26 წლისაა. ეს ძალიან საინტერესო პრაქტიკაა, რაც საზოგადოების გარკვეულმა წრეებმა შემოგვთვაზეს. აღსანიშნავია, რომ ეს წრეები იმაზე უფრო ამაზრზენად გამოიყურებიან, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა შაქარაშვილმა.

იტვირთბა....