ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ავტოავარიებით გამოწვეული ხარჯი $738 მილიონია

საქართველოში ავტოსატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული ტრავმების და ფატალური შემთხვევების ხარჯები მსოფლიო ბანკის ცნობით,  2015 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 5% იყო, რაც 738 მილიონი დოლარია. ხარჯებში იგულისხმება: დაკარგული შემოსავალი, სამედიცინო, ადმინისტრაციული და დაზიანებული ქონების ხარჯები. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევით გარდაცვლილთა 58% 26-დან 60 წლამდე ასაკისაა, რაც ნიშნავს, რომ საგზაო შემთხვევის მონაწილეები სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე აქტიური მოქალაქეები არიან.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში 2017 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ 12.4%-ით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა – ამის შესახებ 31 მარტს აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ანგარიშზე დაყრდნობით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა.

იტვირთბა....