ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ლავროვი: “ბრიტანეთის ხელისუფლებას სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლა აწყობდა”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ГРУ-ს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის იულია სკრიპალის მოწამლვა ბრიტანეთის სპეცსამსახურებსა და მთლიანობაში ხელისუფლების დამსახურებაა.

ლავროვის  თქმით, ბრიტანეთის მთავრობა არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, ვინაიდან ამომრჩევლის წინაშე არ შეასრულა დანაპირები იმ პირობებთან მიმართებაში, რომლებიც Brexit-ითაა უზრუნველყოფილი.

„აშკარაა, რომ ჩვენი ბრიტანელი კოლეგები გადაყვნენ თამაშს. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ყველა ფაქტების დადგენას“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ურთიერთობები რუსეთსა და აშშ-ს, ბრიტანეთსა და რიგ ქვეყნებს შორის იმაზე უარესია, ვიდრე ცივი ომის პერიოდში იყო.

„იმ დროს რაღაც წესები მაინც არსებობდა, ახლა კი დასავლელი პარტნიორები აშკარა სიცრუესა და დეზინფორმაციას იყენებენ“, – აღნიშნა სერეგეი ლავროვმა.

შეგახსებთ, რომ სკრიპალების საქმის გამო, მსოფლიოს 28 ქვეყნიდან საერთო ჯამში 150 რუსი დიპლომატი გააძევს.

იტვირთბა....