ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მდინარაძე: “პრეზიდენტისა და ადვოკატთა ასოციაციის მემორანდუმი არაფერ შუაშია ე.წ. გირგვლიანის შესწორებასთან”

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმებულ მემორანდუმს ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან არავითარი კავშირი არ აქვს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„მემორანდუმთან, რომელიც შეეხება 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვას, არაფერ შუაშია “გირგვლიანის შესწორებები”. რატომ თქვა ასე პრეზიდენტმა, თავად მას უნდა ჰკითხოთ. ფაქტია, რომ საუბარია სხვადასხვა თემაზე. თავის მხრივ, გირგვლიანის შესწორებები, რომელიც უკვე დაარეგისტრირა ჩვენმა ფრაქციამ და ხვალინდელ ბიუროზე გავა, შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულების პრევენციას და ხელს უწყობს მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან. მეორე მხრივ, ის არის მართლმსაჯულების ხელშეუვალობის ძალიან მაღალი გარანტია. იმისა, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი ქმედებების ჩადენა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

იტვირთბა....