ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლომჯარია: “საქართველოში ნარკომანია პრობლემას წარმოადგენს”

საქართველოში ნარკომანია პრობლემას წარმოადგენს, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა  ნინო ლომჯარიამ.

როგორც ომბუდსმენმა, სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, არსებობს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ფარმაცევტული ნარკომანია პრობლემაა.

„საქართველოში ნარკომანია  პრობლემას წარმოადგენს. მომხმარებელთა რაოდენობა დიდია და  კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების ოდენობაც ძალიან მაღალია. თუმცა მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული რეპრესიული პოლიტიკა ძირითადად მიმართულია ნარკომომხმარებლების წინააღმდეგ, მათი იდენტიფიკაციისკენ და ძირითადი რესურსი სწორედ მიემართება ნარკომომხმარებლების წინააღმდეგ საბრძოლველად. საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იყოს პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ინიცირებულია პარლამენტის მიერ. სახალხო დამცველი ამ თვალსაზრისით მხარს უჭერს შესაბამისი რეფორმის გატარებას, სადაც აქცენტები სწორედ პრევენციაზე და რეაბილიტაციაზე იქნება გაკეთებული”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იტვირთბა....