მერიის შეთავაზებული პირობები სითი ინსტიტუტისთვის მისაღებია. კომპანიამ 1 ივნისამდე მერიას კონკრეტული დოკუმენტი უნდა წარუდგინოს, რომელშიც გენერალური გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით დასაბუთება და ინსტრუქცია იქნება წარმოდგენილი.
“აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვეთანხმებით თბილისის მერიას და ვეთანხმებით რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ეს მიზეზი არის ის, მერიას უნდა დასაბუთება კიდევ უფრო მკაფიო იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელებს ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ეს ეხება მათ შორის საკუთრების ფორმებსაც და ის დოკუმენტი, პრინციპული დოკუმენტი რომელიც ჩვენ შევთავაზეთ მერიისთვისაც არის მისაღები, ძალიან მნიშვნელოვანია დასაბუთებები თუ როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ შემთხვევებში რაც კერძო საკუთრებას.
აქ ხარვეზებზე არ არის საუბარი, აქ არის კონცეპტუალურ საკითხებზე საუბარი თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს გეგმა.” – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ.
დღეს მერიამ გენგეგმაზე სამუშაოდ სითი ინსტიტუტს ვადა 1 ივნისამდე მისცა.