ბათუმში თაყაიშვილისა და პუშკინის ქუჩის კვეთაზე ავარია მოხდა.
“აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ორსულად იყო და იგი ექიმებმა კლინიკაში გადაუყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.