“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარებისა და გაზმომარაგების ქსელის დივერსიფიკაციის მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.
15:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში, წყალტუბოს ქუჩა №11-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 17:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის 12-ე კმ.-ის, ნოზაძისა და გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 16:00 საათიდან და დასრულდება 17:00 საათზე.
„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.