ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მესტიაში ადგილობრივებმა აქციები დროებით შეწყვიტეს

მესტიაში, ორ დღიანი აქციის დროებით შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივებმა გვიან ღამით შს მინისტრის მოადგილესთან, კახაბერ საბანაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ამ დროისათვის მესტიაში გზა გახსნილია. მოსახლეობამ სამშენებლო კომპანიის კუთვნილ სატვირთო მანქანებს ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მისცა.

თუმცა იმ პირობით, რომ მანქანები ადგილზე მასალას დატოვებდნენ და ტერიტორიიდან პერსონალს გაიყვანენ.  აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – ისინი სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ და დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნას ელოდებიან.

“მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის ინტერესი, ასევე დაცული იქნება ინვესტორის ინტერესი. მოლაპარაკება გაგრძელდება, შედეგი დადგება კონსენსუსის საფუძველზე. სამუშაოების გაგრძელების მიმართულებით რა თქმა უნდა ერთად მიიღებენ კომპანია და მოსახლეობა გადაწყვეტილებას, თუმცა სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება,“-განაცხადა შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ.

იტვირთბა....