გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში არასრულწლოვანი ადვოკატთან და სამართალდამცველებთან ერთად დღის ბოლოს პედაგოგის ავტოფარეხსა და საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა – იქ, სადაც დაზარალებულის ინფორმაციით, ასაკოვანმა მამაკაცმა მის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტებიც, მოგვიანებით კი არასრულწლოვანი კიდევ ერთხელ გამოიკითა. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელს კი ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. 66 წლის მამაკაცს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ შაბათის “კურიერში” გასული სიუჟეტის შემდეგ, სადაც მოზარდმა საკუთარი მასწავლებბელი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა დააკავეს. გოგონამ მისი ფარულად ჩაწერა მოახერხა, სადაც კარგად ჩანს, როგორ ძალადობს მასწავლებელი მასზე.