ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დედაქალაქის გენგეგმა: კალაძე „სითი ინსტიტუტის” წარმომადგენლებს ხვდება

საკრებულოში, თბილისის მერიისა და „სითი ინსტიტუტის” წარმომადგენლების შეხვედრა იწყება. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა გააგრძელებს თუ არა „სითი ინსტიტუტი“ თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობას. პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი 1 200 გვერდიანია და მასზე 60 სპეციალისტი მუშაობდა. გენგეგმაზემუშაობა 2015 წელს დაიწყო.

როგორც “სითი ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შესახლოა მერია და “სითი ინსტიტუტი” თანამშრომლობის სხვა ფორმატზე გადავიდნენ.
“შეიძლება მერიამ არ გაიზიაროს გეგმა, მაგრამ შეიძლება გარკვეული დათქმა იყოს. ჩვენთვისაც საინტერესოა რა იქნება. შემიძლია ვიმსჯელო იმ კომენტარით, რომელიც გუშინ გააკეთა მერმა. საუბარი სწორედ იმაზეა, რომ როგორც ჩანს, ჩვენ შეიძლება თანამშრომლობის რაღაც სხვა ფორმატზე გადავიდეთ. ზუსტად რაზეა საუბარი, მსჯელობის შემდეგ გაირკვევა”, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

იტვირთბა....