ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჩეჩნეთის პრეზიდენტი: “კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, შესაძლოა, საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობაზე განაცხადი გახდეს“

კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, შესაძლოა, საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობა გახდეს,- ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელ აბუბაქარ ედელგერიევთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ერთ-ერთი იმ პროექტთაგანია, რომელის გახორციელებასაც ხელისუფლება გეგმავს.

„საუბარია ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე, გროზნოში აეროპორტის აღდგენის მეორე ეტაპის დასრულებაზე და ჩეჩნეთის შიდა საავტომობილო გზების მშენებლობის დასრულებაზე. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, შესაძლოა, საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობაზე განაცხადი გახდეს“, – განაცხადა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....