ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რუსეთი ქართულ მხარეს აზიური ფაროსანას გამოყვანასა და აფხაზეთში გავცელებაში სდებს ბრალს

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საქმე გვქონდეს ბიოლოგიურ საბოტაჟთან“, – განაცხადა აზიური ფაროსანას აფხაზეთში გავრცელების შესახებ „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენელმა, იულია მელანომ, რუსულ გამოცემასთან „რასისკაია გაზეთასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, საქართველოში ამერიკული ლაბორატორიებია გახსნილი, იქ რას საქმიანობენ არავინ იცის. შესაძლოა მწერი საქართველოში ამერიკულ ლაბორატორიებში ხელოვნურად გამოიყვანეს. ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის თანამხად, შესაძლოა აზიურ ფაროსანას ქართული მხარე აფხაზეთში ბიოლოგიური საბოტაჟისთვის იყენებს.

იულია მელანოს განცხადებით, აფხაზეთს მწერის გამკლავება მოკლე ხანში არ შეუძლია და იმისათვის, რომ მწერი რუსეთში არ გავრცელდეს, მოსკოვმა სოხუმს ხილისა და ხის მასალის ექსპორტი აუკრძალა. აფხაზეთში კი თხილის მოსავალი თითქის განადგურებულია.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან რუსეთში ხილის მათ შორის თხილის შეატანა 2 აპრილიდან აიკრძალება.

იტვირთბა....