ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერმა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა შუალედური არჩევნებისთვის ვანისა და ხონის მაჟორიტაობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ოფიციალურად წარადინა. გიორგი კვიიკაშვილმა უკვე განხორციელებულ პროექტებსა და დაგეგმილ რეფორმებზე ილაპარაკა.

,,ჩვენი გუნდის გამოჩენილი წევრი, ბოლო ორი წელია თავდადებით მუშაობს იმერეთის გუბერნატორის პოსტზე. მე ის არ გამიცნია მთავრობაში მუშაობის პერიოდში. მანამდეც გვქონდა ურთიერობა. ყოველთვის გამოარჩევდა განსაკუთრებული თვისება – ის არის ძალიან გულისხმიერი ადამიანი,რომლესაც არ შეუძლია უყურადღებოდ დატოვოს მცირე დეტალიც კი. მას გამოარჩევს განსაკუთრებული პატრიოტიზმის გრძნობა. ყველა ჩვენგანს მისი არაერთი გამარჯვება გვახსოვს ჩვენი რაგბის ნაკრებთან ერთად. მისი ხმა არის ასოცირებული გამარჯვებასთან და დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს,” – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

იმერეთის რწმუნებულმა გივი ჭიჭინაძე არჩევნებში მონაწილეობის მიღებამდე თანამდებობა 23 მარტს დატოვა.

ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მონაწილოებისთვის 12 პარტია დარეგისტრირდა. ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.

იტვირთბა....