ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თავშეყრის ადგილებში სახანძრო უსაფრთხოებაზე კონტროლი მკაცრდება

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს, უსაფრთხოების ნორმების შემოწმება 100-ზე ნაკლებ ნომრიან სასტუმროებსა და ნებისმიერი სახის სხვა ობიექტშიც შეეძლება, ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, ის ამბობს, რომ დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები და შემოწმების პროცესის გააქტიურება:

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები აქტიურად ამოწმებენ სხვადასხვა ობიექტებზე უსაფრთხოების სტანდარტებს. ჩვენ პრიორიტეტად ავიღეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, საგანმანათლებლო ობიექტები. მინდა გითხრათ, რომ დაწერილია ჯარიმები, გაცემულია რეკომენდაციები, მიცემულია გონივრული ვადები სიტუაციის გამოსასწორებლად.

უახლოეს პერიოდში ჩვენ ვაპირებთ გავასაჯაროვოთ იმ ობიექტების ნუსხა, სადაც მეტნაკლებად არის რისკები ამ მიმართულებით. ასევე საკანონმდებლო ცვლილებებს პაკეტი გვაქვს მომზადებული, სადაც მაქსიმალურად ვამკაცრებთ სანქციებს, ვფიქრობ, რომ ჩვენს მოქალაქეებს და არამარტო ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის სტუმრებსაც აქვთ უფლება იცოდნენ ობიექტების შესახებ, რათა უფრო მეტად იყოს დაცული მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე”,- განაცხადა მღებრიშვილმა.

იტვირთბა....