ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართ კითხვები ლოგიკურია, რადგან უწყებას აქვს მაღალი ბიუჯეტი, განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.
“კითხვები შეიძლება გაჩნდეს, რადგან ინფრასტრუქტურუს სამინისტროს აქვს მაღალი ბიუჯეტი. თუმცა, ალავიძის საქმიანობის მიმართ შესაძლო კორუფციაზე ლაპარაკი არ არის. მე რომ მქონდეს ეს ეჭვები, ამის შესახებ ვილაპარაკებდი. თუ არსებობს ფაქტები შესაბამისი სასახურები იმუშავებენ,”- განაცხადა ფოფხაძემ.
ოპოზიციის აზრით, ალავიძე პოსტიდან კორუფციული გარიგებების გამო გადაყენეს. დღესვე ევროპულმა საქართველომ გზების დეპარტამენტთან დაკავშირებული მასალები სუსს მიაწოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პოსტი განცხადების საფუძელზე დატოვა. ალავიძეს კერძო სექტორში დაბრუნება სურს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი ზურაბ ალავიძეს შეცვლის.