სპეციალურად სასამართლოდან “მეტრონომი”
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე მოსამართლემ 5000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან დღეს სასამართლოს წინაშე ჩვენება მისცა.
ავტორი: ნინო ცხადაია