დაშავებული 13 წლის მოზარდი კვლავ იაშვილის კლინიკაში რჩება.
როგორც “მეტრონომს” კლინიკაში განუცხადეს, მოზარდი თვალზე მკურნალობს, უტარდება ნერვოლოგიური გამოკვლევები და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში 28 მარტს მოხდა. 13 წლის მოზარდს ლიფტში უცხო ქვეყნის მოქალაქემ სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.