ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დე ფაქტო ხელისუფლება: აფხაზეთში გავრცელებული ფაროსანა შესაძლოა, საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ,  რომ გავრცელებული აზიური ფაროსანა ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი. განცხადება ამის შესახებ გაზეთ РГ-სთან კომენტარში, ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივანმა იულია მელანომ გააკეთა.

„ჯერჯერობით აფხაზური მხარე ვერ იძლევა გარანტიას, რომ ამ პრობლემას უმოკლეს ვადაში გადაწყვეტს. გამორიცხული არ არის, რომ საქმე ბიოლოგიური იარაღის გამოყენებასთან გვქონდეს. საქართველოში მოქმედებს რამდენიმე ამერიკული ბიოლაბორატორია, და უცნობია, რით არის ის დაკავებული“, -განაცხადა მელანომ.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილიდან ოკუპირებული სოხუმი რუსეთში ხილს და ბოსტნეულს ვეღარ შეიტანს.

იტვირთბა....