2017 წელს საქართველოში ბუნებრივი მატება, წინა წელთან შედარებით, 5,6 პროცენტით შემცირდა. ბუნებრივი მატების 5 471-ით შემცირების შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
ბუნებრივი მატება ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა შორის სხვაობაა. გასულ წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში.
2017 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2016 წელთან შედარებით 5,8 პროცენტით
შემცირდა და 47 822 ადამიანი შეადგინა.
ასევე 2017 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 53 293-ია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე დაიბადა 107.9 ბიჭი. წინა წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 5.8%-ით შემცირდა.
გასულ წელს 512 ერთ წლამდე ჩვილი გარდაიცვალა.