ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ლაშა ბერულავა: “რუსები ახალგორის მთლიანად ჩაკეტვას აპირებენ” (ვიდეო)

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ზოლზე სამოქალაქო მონიტორინგის მისიის ამსახველი და მხარდამჭერი “ფეისბუქ” ჯგუფი “ძალა ერთობაშია” ვიდეოკადრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ ოკუპანტები ახალგორის მთლიანად ჩაკეტვას აპირებენ.

„ყურადღება! ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპანტები ახალგორის მთლიანად ჩაკეტვას აპირებენ, რაზეც “ძალა ერთობაშია” ცოტა ხნის წინ აკეთებდა განცხადებებს, დასტურდება.

ჩვენი ინფორმაციით, დღეს დილით, ახმაჯის საოკუპაციო ბაზიდან ახალგორის მიმართულებით უნდა დაძრულიყვნენ ოკუპანტები, რომლებიც შლაგბაუმებს, ბანერებსა და საგზაო მონიშვნებს წაიღებდნენ ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოსაწყობად.

ჩვენი ჯგუფი დილის 05:30-დან აკვირდებოდა ახმაჯის საოკუპაციო ბაზას და ეს პროცესი გადაიღო. “- ნათქვამია „ძალა ერთობაშია“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ყურადღება!ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპანტები ახალგორის მთლიანად ჩაკეტვას აპირებენ, რაზეც "ძალა ერთობაშია" ცოტა ხნის წინ აკეთებდა განცხადებებს, დასტურდება. ჩვენი ინფორმაციით, დღეს დილით, ახმაჯის საოკუპაციო ბაზიდან ახალგორის მიმართულებით უნდა დაძრულიყვნენ ოკუპანტები, რომლებიც შლაგბაუმებს, ბანერებსა და საგზაო მონიშვნებს წაიღებდნენ ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოსაწყობად. ჩვენი ჯგუფი დილის 05:30-დან აკვირდებოდა ახმაჯის საოკუპაციო ბაზას და ეს პროცესი გადაიღო. P.S. მედიასაშუალებებს ვთხოვთ, მასალის გამოყენების შემთხვევაში მიუთითონ "ძალა ერთობაშია". ვიდეოს ორიგინალი, ე.წ. შავი მასალა ჩვენთან ინახება.

Gepostet von ლაშა ბერულავა am Donnerstag, 29. März 2018

იტვირთბა....