ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზუგდიდის მერია: “ხეების გადატანის დროს მოსახლეობას შეეძლო ალტერნატიული გზით ესარგებლა”

მოქალაქეებს შეეძლოთ ალტერნატიული გზით სარგებლობა, ასევე ადგილზე იყო მინიშნება ალტერნატიულ გზასთან დაკავშირებით. ასე ხდება არა მარტო ამ შემთხევეაში, არამედ ყოველთვის როდესაც გზაზე დიდი ტვირთის გადატანა ხდება, – განუცხადეს “მეტრონომს” ზუგდიდის მერიაში გუშინ ხეების გადატანის საკითხთან დაკავსირებით.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ზოგადად ყველა პროცესი კანონიერად და მოსახლეობისთვის შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს, გზაზე ტვირთის გადატანა გვიან, ღამის საათებში მიმდინარეობდა, როცა მოძრაობა ნაკლებად დატვირთულია. მოქალაქეებს შეეძლოთ ალტერნატიული გზით სარგებლობა, ასევე ადგილზე იყო მინიშნება ალტერნატიულ გზასთან დაკავშირებით. ასე ხდება არა მარტო ამ შემთხევეაში, არამედ ყოველთვის როდესაც გზაზე დიდი ტვირთის გადატანა ხდება”, – აღნიშნეს მერიაში.
“მეტრონომი” კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიასაც”  დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ 15 სოფელს გუშინ შუქი გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო ქონდა გათიშული.
“როდესაც არასტანდარტული გაბარიტების ტვირთი გადააქვთ, ჩვენთან წინასწარ შემოდის განაცხადი და იმ პერიოდში, უსაფრთხოების მიზნით, დროებით იმ ტერიტორიაზე დენის გამორთვა. თუმცა, ეს უმეტესად ხდება მაშინ, როდესაც ჩვენც გეგმიური სამუშაოები გვაქვს და ეს ყოველივე ძირითადად, ღამის საათებში ხორციელდება. გუშინაც გეგმიური სამუშაოების გამო, ღამის 1-დან დილის 7-მდე გავთიშეთ ელექტროენერგია”, – განუცხადეს “მეტრონომს”.
შეგახსენებთ, რომ ხეების გადაზიდვის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 15 სოფელს სინათლე არ მიეწოდებოდა და გზები იყო გადაკეტილი.
იტვირთბა....